Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 22/29 – 01

06.08.2025

 ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად  რექტორის 2025 წლის 05 აგვისტოს  168/01-01, 169/01-01 და 170/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად  რექტორის 2025 წლის 05 აგვისტოს  168/01-01, 169/01-01 და 170/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403 .

საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

აპარატის უფროსის და წევრების საქმიანობის ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) აპარატის უფროსი - 500 ლარი;

ბ) აპარატის წევრი - 400 ლარი.

წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,       პროფესორი                    გიორგი ღაღანიძე